top of page

OFFER (PROPOSAL) FOR GRANTING A LICENSE FOR BIMSTEP SOFTWARE PRODUCTS

 

Update date: "12" July, 2023.

This Offer for granting a License for "BimStep" Software Products (hereinafter - "Offer") is a legally binding document and a public contract of offer between the Individual Entrepreneur Stepanov Aleksei, (registered in accordance with the legislation of Georgia, IE identification number: 305592025, date of registration: 20.01.2023, hereinafter - "Licensor") and you, an individual applying for the rights to use BimStep plug-ins (hereinafter - "User"),

hereinafter jointly referred to as the "Parties"

ოფერტი (შეთავაზება) BIMSTEP-ის პროგრამულ პროდუქტებზე ლიცენზიის მინიჭებაზე

 

განახლების თარიღი: 2023 წლის 12 ივლისი

 

წინამდებარე ოფერტი BIMSTEP-ის პროგრამულ პროდუქტებზე ლიცენზიის მინიჭებაზე (შემდგომში - «ოფერტი») არის იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტი და საჯარო ხელშეკრულება - ოფერტი ინდივიდუალური მეწარმე ალეკსეი სტეპანოვს (რომელიც რეგისტრტრებულია საქართველოს კანონდებლობის შესაბამისად, ინდ. მეწარმის სარეგისტრაციო ნომერი: 305592025, რეგისტრაციის თარიღი: 20.01.2023წ., შემდგომში - «ლიცენზიარი») და თქვენს - ფიზიკურ პირს შორის, რომელსაც სურს «BimStep»-ის პლაგინების გამოყენების უფლებების მიღება (შემდგომში - «მომხმარებელი»)

 

შემდგომში ერთობლივად წოდებულნი - «მხარეები»

PLEASE READ IT CAREFULLY:
The User undertakes to carefully read the terms and conditions of this Offer before purchasing a License for the right to use BIMSTEP Software Products on the Website https://www.bimstep.com/. 

 

Payment of the price of the BIMSTEP Software Product on the Website https://www.bimstep.com/ constitutes full and unconditional acceptance of this Offer (acceptance of the offer).


If you do not agree with the terms of this Offer or you are under the age of 18, please refuse to purchase the BIMSTEP Software Product. If you do not agree with the terms of this Offer, you are not entitled to purchase, install, copy or otherwise use the BIMSTEP Software Products.

Licensor reserves the right to amend this Offer and any document referred to herein at any time. Such modifications come into force from the date of posting the document containing them on the https://www.bimstep.com/ website, unless otherwise specified in such document.

 

You should check the terms of this Offer from time to time in order to be aware of the  changes we make and which you agree to comply with.

გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ:
მომხმარებელი კისრულობს ვალდებულებას ყურადღებით წაიკითხოს წინამდებარე ოფერტის პირობები ინტერნეტ ქსელში საიტზე https://www.bimstep.com/ BIMSTEP-ის პროგრამული პროდუქტების გამოყენების უფლებაზე ლიცენზიის შეძენამდე.

ინტერნეტ ქსელში საიტზე https://www.bimstep.com/  BIMSTEP-ის პროგრამული პროდუქტის ღირებულების გადახდა არის წინამდებარე ოფერტის სრული და უპირობო მიღება (ოფერტის აქცეპტი).

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ ეთანხმებით წინამდებარე ოფერტის პირობებს ან ხართ 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირი, გთხოვთ, უარი თქვათ BIMSTEP-ის პროგრამული პროდუქტის შეძენაზე. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ ეთანხმებით წინამდებარე ოფერტის პირობებს, თქვენ არ გაქვთ უფლება შეიძინოთ, დააინსტალიროთ, დააკოპიროთ ან სხვაგვარად გამოიყენოთ BIMSTEP-ის პროგრამული პროდუქტები.

ლიცენზიარი იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე ოფერტში და მასში ნახსენებულ ნებისმიერ დოკუმენტში. ასეთი ცვლილებები ძალაშია მათი შემცველი დოკუმენტის ინტერნეტ ქსელში https://www.bimstep.com/  ვებ-გვერდზე განთავსების თარიღიდან, თუ ასეთ დოკუმენტში სხვა რამ არ არის მითითებული.
თქვენ დროდადრო უნდა გადაამოწმოთ წინამდებარე ოფერტის პირობები, რათა გაეცნოთ ჩვენს მიერ განხორციელებულ ცვლილებებს, რომელთა დაცვასაც თქვენ კისრულობთ.

Considering that:

- Licensor is the author of the Software Product "BimStep", and also has the License with the right to distribute the Software Product "BimStep", including the right to spread the Software Product in any legal way on the territory of the whole world, in accordance with the terms of the License Agreement №1-BS-GEO of 01/07/2023, executed between the Licensor and the Rightholder of the Software Product "BimStep" - Individual Entrepreneur Stepanova Marina Andreevna (registered in accordance with the legislation of the Russian Federation, ITN – Individual Taxpayer Number: 070710984681, PSRNIE - Primary state registration number of individual entrepreneur: 321508100268312 dated 01.06.2021; hereinafter - the "Rightholder");

- The Licensor is fully and duly authorized to conclude this Offer; the Licensor is entitled to receive and/or transfer rights and obligations under this Offer without any additional consent from the Right Holder;

- The User confirms that he/ is aware and understands the functional properties and features of the selected Software Product and the conditions/terms of the selected Package;

- By concluding this Offer, the User confirms that he/she will be the end User of the Software Product during the entire validity period of the License;

Based on the foregoing, the Parties, on the basis of free will, agree to conclude the License Agreement (https://www.bimstep.com/en-license-agreement) on the following terms and conditions:

იმის გათვალისწინებით, რომ:

-          ლიცენზიარი წარმოადგენს «BimStep»-ის პროგრამული პროდუქტის ავტორს და  ასევე ფლობს ლიცენზიას «BimStep»-ის პროგრამული პროდუქტის დისტრიბუციის/გავრცელების უფლებით, რომელიც მოიცავს პროგრამული პროდუქტის ნებისმიერი კანონიერი გზით გავრცელების უფლებას მთელი მსოფლიოს ტერიტორიაზე, ლიცენზიარსა და პროგრამული პროდუქტი «BimStep»-ის უფლების მფლობელს - ინდივიდუალური მეწარმე მარინა სტეპანოვას (რომელიც რეგისტრირებულია რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის შესაბამისად, გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი: 07071098468, ინდივიდუალური მეწარმის ძირითადი სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი: 321508100268312, შემდგომში «უფლების მფლობელი») შორის 2023 წლის — ივლისს გაფორმებული სალიცენციო ხელშეკრულება №1-BS-GEO -ის პირობების შესაბამისად;

-          ლიცენზიარს აქვს სრული და სათანადო უფლებამოსილება წინამდებარე ოფერტის გაფორმებაზე; ლიცენზიარს უფლება აქვს მიიღოს ან/და გადასცეს წინამდებარე ოფერტით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები უფლების მფლობელის მხრიდან რაიმე სახის დამატებითი თანხმობის გარეშე;

-          მომხმარებელი ადასტურებს, რომ მისთვის ცნობილია და გასაგებია შერჩეული პროგრამული პროდუქტის ფუნქციური თვისებები და შესაძლებლობები, ასევე შერჩეული პაკეტის პირობები/ვადები;

-          წინამდებარე ოფერტის გაფორმებით, მომხმარებელი ადასტურებს რომ იქნება საბოლოო მომხმარებელი ლიცენზიის მოქმედების სრული პერიოდის განმავლობაში;

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თავისუფალი ნების საფუძველზე, მხარეები თანხმდებიან დადონ სალიცენზიო შეთანხმება (https://www.bimstep.com/en-license-agreement) შემდეგი პირობებით:

1. TERMS AND DEFINITIONS
In this Offer the terms listed below are used in the following meaning:
Website - BIMSTEP website at the address: https://www.bimstep.com.
Licensor - Individual Entrepreneur Aleksei Stepanov, registered in accordance with the legislation of Georgia, IE identification number: 305592025, registration date: 20.01.2023.
User – an individual who has reached the age of 18 years, interested in acquiring a License for BIMSTEP Software Products. The Software Products may be used by the User for professional, business or other activities not related to personal and family purposes.
Computer - an electronic machine/computer.
Software Product - BimStep’s plugins for Computer, registered in accordance with the Certificate of State Registration of the Computer Program No. 2021668562 issued by the Federal Service for Intellectual Property of the Russian Federation.
License - the right to use the Software Product granted to the User within the selected Package.
Package - the Terms and Conditions of the License selected by the User from those offered on the Website, which determine the limits of the Software Product use and the License fee.
Territory in which the License is valid - the territory of the whole world
License Key - a unique sequence of symbols, letters, numbers or special characters presented to the User for the purpose of legal use of the Software Product and its specific configuration, or to extend the License validity period.
Intellectual Property Rights - all patents, rights to inventions, copyrights and related rights, trademarks and service marks, trade names, trade names and domain names, design rights, design rights, computer software rights, database rights, topographical rights, rights to confidential information (including know-how and trade secrets) and any other intellectual property rights, registered or unregistered anywhere in the world.

1. ტერმინები
წინამდებარე ოფერტში ქვემოთ ჩამოთვლილი ტერმინები გამოიყენება შემდეგი მნიშვნელობით:
საიტი - BIMSTEP-ის საიტი ინტერნეტ ქსელში https://www.bimstep.com/ მისამა
რთზე. 
ლიცენზიარი - ინდივიდუალური მეწარმე ალეკსეი სტეპანოვი, რეგისტრირებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ინდ. მეწარმის საიდენტიფიკაციო ნომერი: 305592025, რეგისტრაციის თარიღი: 20.01.2023წ.
მომხმარებელი - 18 წლის ასაკს მიღწეული ფიზიკური პირი, რომელიც დაინტერესებულია BIMSTEP-ის პროგრამულ პროდუქტებზე ლიცენზიის შეძენით. პროგრამული პროდუქტების გამოყენება შესაძლებელია მომხმარებლის მიერ პროფესიული, სამეწარმეო ან სხვა საქმიანობებისთვის, რომლებიც არ არის დაკავშირებული პირად და ოჯახურ მიზნებთან.
ეგმ - ელექტრონული გამომთვლელი მანქანა / კომპიუტერი.
პროგრამული პროდუქტი - BimStep პლაგინები ეგმ-ისთვის, რეგისტრირებული ეგმ-ისთვის განკუთვნილი კომპიუტერული პროგრამის სახელმწიფო რეგისტრაციის შესახებ № 2021668562 მოწმობის შესაბამისად, რომელიც გაცემულია რუსეთის ფედერაციის ინტელექტუალური საკუთრების ფედერალური სამსახურის მიერ.
ლიცენზია - პროგრამული პროდუქტის გამოყენების უფლება, რომელიც ენიჭება მომხმარებელს შერჩეული პაკეტის ფარგლებში.
პაკეტი - საიტზე შემოთავაზებულებიდან მომხმარებლის მიერ არჩეული ლიცენზიის პირობები და ვადები, რომლებიც განსაზღვრავენ პროგრამული პროდუქტის გამოყენების ფარგლებს და ლიცენზიის ღირებულებას.
ტერიტორია, რომელზეც მოქმედებს ლიცენზია - მთელი მსოფლიოს ტერიტორია.
სალიცენზიო გასაღები - სიმბოლოების, ასოების, ციფრების ან სპეციალური ნიშნების უნიკალური თანმიმდევრობა, რომელიც მიეწოდება მომხმარებელს პროგრამული პროდუქტის და მისი კონკრეტული კონფიგურაციის ლეგალური გამოყენების მიზნით ან ლიცენზიის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად.
ინტელექტუალური საკუთრების უფლებები - ყველა პატენტი, გამოგონებაზე უფლებები, საავტორო და მომიჯნავე უფლებები, სასაქონლო ნიშნები, სავაჭრო სახელწოდებები, საფირმო სახელწოდებები და დომენური სახელები, სარეგისტრაციო უფლებები, უფლებები დიზაინზე, უფლებები დიზაინზე, უფლებები კომპიუტერულ პროგრამულ უზრუნველყოფაზე, უფლებები მონაცემთა ბაზებზე, ტოპოგრაფიული უფლებები, უფლებები კონფიდენციალურ ინფორმაციაზე (მათ შორის, ნოუ-ჰაუ და კომერციული საიდუმლოებები) და ინტელექტუალურ საკუთრებაზე ნებისმიერი სხვა უფლებები, რომლებიც რეგისტრირებულია ან არ არის რეგისტრირებული მსოფლიოს ნებისმიერ ნაწილში.

2.    GENERAL PROVISIONS AND SUBJECT MATTER OF THE OFFER
2.1 In accordance with this Offer, the Licensor grants the User a simple (non-exclusive) License to use the Software Product within its functionality, according to the Package selected by the User and solely as an end user, and the User is obliged to pay the cost of the License/right to use the Software Product and not to violate the limits of its use, as well as other Intellectual Property Rights to the Software Product, including the exclusive rights of the Licensor and/or the Right Holder.
2.2 This Offer is a public offer of the Licensor addressed to an unlimited number of persons.
2.3 Full and unconditional acceptance of the terms of this Offer (acceptance) is the User's payment on the Website.
2.4 The provisions of the legislation of Georgia shall apply to the relations between the Licensor and Users.

2. ოფერტის ზოგადი დებულებები და საგანი

2.1. წინამდებარე ოფერტის შესაბამისად, ლიცენზიარი ანიჭებს მომხმარებელს ჩვეულებრივ (არაგანსაკუთრებულ) ლიცენზიას პროგრამული პროდუქტის გამოყენებაზე მისი ფუნქციონალურობის ფარგლებში მომხმარებლის მიერ შერჩეული პაკეტის შესაბამისად და მხოლოდ როგორც საბოლოო მომხმარებელს, ხოლო მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს პროგრამული პროდუქტის ლიცენზიის/გამოყენების უფლების ღირებულება და არ დაირღვიოს მისი გამოყენების ფარგლები, ისევე როგორც ინტელექტუალური საკუთრების სხვა უფლებები პროგრამულ პროდუქტზე, მათ შორის, ლიცენზიარის ან/და უფლების მფლობელის განსაკუთრებული უფლებები.

2.2. წინამდებარე ოფერტი არის ლიცენზიარის საჯარო შეთავაზება, რომელიც მიმართულია პირთა განუსაზღვრელი წრისადმი.

2.3. წინამდებარე ოფერტის პირობების სრული და უპირობო მიღება (აქცეპტი) არის მომხმარებლის მიერ საიტზე განხორციელებული გადახდა.

2.4. ლიცენზიარსა და მომხმარებლებს შორის ურთიერთობის მიმართ გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობის ნორმები.

3. LICENSE TERMS
3.1. The User independently chooses the License terms from the Packages offered on the Website (from the options of the Software Product provision).
3.2 The User does not receive any rights to the Software Product, except for the rights provided by the Package selected and paid by the User. The rights to the Software Product granted to the User are solely license rights. No provision of the present  Offer or any other document grants to the User any ownership rights to the Software Product, in whole or in part.
3.3 The Software Product is intended for the User's own use only and shall not be exploited by third parties (including on the basis of a sublicense or for marketing or further distribution purposes, either separately or as a component of any other product).
3.4 The Software Product, its constituents and separate components (including, but not limited to: other programs, program codes, underlying know-how, algorithms, design elements, fonts, logos, as well as text, graphic and other materials) are intellectual property objects protected in accordance with international legislation and domestic legislation of Georgia and the Russian Federation, any use of which is allowed only on the basis of the Licensor's permission and in accordance with the terms of this Offer.
3.5 The Licensor warrants that he is able to distribute the exclusive intellectual property right to the intellectual property object of the Software Product. 
3.6 The Software Product may include software components from third-party suppliers. The Licensor warrants that he has the necessary permissions from the third-party suppliers to use their components while the User uses the Software Product. The User receives the rights to use these components while using the Software Product on the basis of the purchased License.
All components of third-party suppliers are merged into the software during installation of the Software Product. The User has the right to copy, install and operate all third-party components supplied as part of the Software Product only as part of the work related to the operation of the Software Product. Copying, distribution, installation and operation of separate components will be a violation of the License and copyrights of both Licensor and third-party suppliers (unless otherwise specified in the Licenses and License Agreements of third-party suppliers).
3.7 The User may not and agrees not to perform or permit others to copy, decompile, hack source code, disassemble, extract source code, decrypt, modify or create derivative works based on the Software Product or any of its components (unless the above restrictions are prohibited by applicable law or the provisions of licenses governing the use of open source components that may be contained in the Software Product). The User may not disassemble, decompile (convert binary code into source code) the program and other components of the Software Product, make any changes to the code and perform any other actions with respect to the Software Product that violate the Intellectual Property Rights.
3.8 During the License term, which is determined in accordance with the Package selected by the User, the Licensor grants the User the right to use the Software Product in the following ways:
- reproduction (full or partial) of the Software Product, in accordance with the selected Package;
- using the provided functionality of the Software Product in accordance with the selected Package;
- use of the Software Product on a single Computer, unless the Package provides otherwise.
Use of the Software Product in any other way will be considered as unlawful use and/or infringement of Intellectual Property Rights providing for liability in accordance with this Offer, License Agreement, legislation of Georgia and international norms.
3.9 The Software Product is provided to the User for use "as is", "as available" and without any warranties, which means that the Software Product is implemented with those functional properties and in the state in which it exists at the time of provision, and that the Licensor does not guarantee the compliance of the Software Product with the User's expectations/needs and/or compatibility of the Software Product with any other software and equipment of the User, including but not limited to, the smooth operation of the Software Product or the absence of errors.
3.10. Since the Software Product is provided for use on an "as is" basis, the Licensor is not obliged to provide technical support for it free of charge, unless the Parties agree otherwise. On the basis of a supplementary agreement and for additional fee, the Licensor may provide assistance in setting up and (or) running the Software Product on the User's devices.
3.11. As a Package the User should choose: type of the Software Product, line of the Software Product, type of the License granting (offline, online, network), term of the License granting.
3.12. The User confirms that before paying for the selected Package he/she is obliged to carefully read all information regarding the terms and conditions of the License on the Website and assumes full responsibility for the consequences of choosing an inappropriate Package.
3.13. The User confirms that he/she is aware that the current legislation does not provide for the User's right to unilaterally withdraw from the license agreement and the possibility of refunding the funds paid as remuneration to the Licensor. In other words, the User accepts that if the User chooses and pays for a Package that is not suitable for him or if he no longer needs to use the Software Product, the Licensor has the right, at its own discretion, to refuse to refund the License fee.
3.14. Based on individual requests of the User, the Licensor has the right to provide the User with additional information regarding the terms of the License and the features of the Software Product.
3.15. After the User has paid for the License, the Licensor provides the User with a License Key or login/password to use the License. The term of use of the Software Product is calculated from the date of purchase of the License by entering the appropriate License Key or login/password.
3.16. The User is solely responsible for the results of using the Software Product, including the adequacy of independent testing of the reliability, safety and accuracy of the products constructed with the Software Product.

3. ლიცენზიის პირობები
3.1. მომხმარებელი დამოუკიდებლად ირჩევს სალიცენზიო პირობებს საიტზე შემოთავაზებული პაკეტებიდან (პროგრამული პროდუქტის მიწოდების ვარიანტებიდან).
3.2. გარდა იმ უფლებებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მომხმარებლის მიერ შერჩეული და გადახდილი პაკეტით, მომხმარებელს არ ენიჭება პროგრამულ პროდუქტზე რაიმე სხვა უფლება. პროგრამულ პროდუქტზე მომხმარებლისთვის მინიჭებული უფლებები ატარებენ მხოლოდ სალიცენზიო ხასიათს. წინამდებარე ოფერტის ან სხვა დოკუმენტის არცერთი დებულება არ ანიჭებს მომხმარებელს პროგრამულ პ
როდუქტზე რაიმე სახის საკუთრების უფლებებს, მთლიანად ან ნაწილობრივ.
3.3. პროგრამული პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ მომხმარებლის პირადი გამოყენებისთვის და არ უნდა იყოს გამოყენებული მესამე პირების მიერ (მათ შორის, სუბლიცენზიის საფუძველზე, მარკეტინგის ან/და შემდგომი გავრცელების მიზნით, როგორც ცალკე, ასევე როგორც რომელიმე სხვა პროდუქტის კომპონენტის სახით).
3.4. პროგრამული პროდუქტი, მისი შემადგენელი ნაწილები და ცალკეული კომპონენტები (მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ: სხვა პროგრამები, პროგრამული კოდები, მათ საფუძვლად არსებული ნოუ-ჰაუ, ალგორითმები, დიზაინის ელემენტები, შრიფტები, ლოგოტიპები, ასევე ტექსტური, გრაფიკული და სხვა მასალები) წარმოადგენენ ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებს, რომლებიც დაცულია საერთაშორისო და საქართველოს და რუსეთის ფედერაციის შიდა კანონმდებლობით, და რომელთა გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ლიცენზიარის ნებართვის შემთხვევაში და წინამდებარე ოფერტის პირობების შესაბამისად.
3.5. ლიცენზიარი იძლევა გარანტიას რომ გააჩნია შესაძლებლობა განახორციელოს პროგრამული პროდუქტის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე განსაკუთრებული უფლების დისტრიბუცია.
3.6. პროგრამული პროდუქტი შეიძლება შეიცავდეს მესამე პირების (მიმწოდებლების) პროგრამულ კომპონენტებს. ლიცენზიარი იძლევა გარანტიას, რომ მოპოვებული აქვს მესამე პირებისგან ყველა საჭირო ნებართვა მათი კომპონენტების გამოყენებაზე პროგრამული პროდუქტის გამოყენების დროს. შეძენილი ლიცენზიის საფუძველზე მომხმარებელს ენიჭება უფლება გამოიყენოს ეს კომპონენტები პროგრამული პროდუქტის გამოყენებისას.
მესამე პირების (მიმწოდებლების) ყველა კომპონენტი ერთიანდება პროგრამულ უზრუნველყოფაში პროგრამული პროდუქტის ინსტალაციის პროცესში. მომხმარებელს უფლება აქვს დააკოპიროს, დააინსტალიროს და მართოს მესამე პირების ყველა კომპონენტი, რომელიც წარმოდგენილია პროგრამული პროდუქტის შემადგენლობაში, მხოლოდ პროგრამული პროდუქტის ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ მუშაობის ნაწილში. ცალკეული კომპონენტების კოპირება, გავრცელება, ინსტალაცია და ექსპლუატაცია ჩაითვლება ლიცენზიის პირობების და, როგორც ლიცენზიარის, ასევე მესამე პირების, საავტორო უფლებების დარღვევად (თუ მესამე პირების ლიცენზიებში და სალიცენზიო შეთანხმებებში არ არის გათვალისწინებული საწინააღმდეგო).
3.7. მომხმარებელს არ შეუძლია და თანხმდება არ განახორციელოს და აუკრძალოს სხვა პირებს პროგრამული კოდის კოპირება, დეკომპილირება, გატეხვა, დაშლა, დეკოდირება, განშიფრვა, პროგრამული პროდუქტის ან მისი კომპონენტების საფუძველზე რაიმე სახის წარმოებული ნამუშევარის შექმნა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ზემოაღნიშნული შეზღუდვები აკრძალულია მოქმედი კანონმდებლობით ან ლიცენზიების დებულებებით, რომლებიც არეგულირებს ღია კოდის კომპონენტების გამოყენებას, რომლებსაც შეიძლება შეიცავდეს პროგრამული პროდუქტი). მომხმარებელს არ აქვს უფლება განახორციელოს პროგრამული პროდუქტის კომპონენტების და პროგრამების დაშლა, დეკომპილირება (კვლავაწარმოოს და გარდაქმნას ობიექტური კოდი საწყის ტექსტში), შეიტანოს რაიმე სახის ცვლილებები კოდში და განახორციელოს პროგრამული პროდუქტის მიმართ სხვა მოქმედებები, რომლებიც არღვევენ ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს.
3.8. სალიცენზიო პერიოდის განმავლობაში, რომელიც განისაზღვრება მომხმარებლის მიერ შერჩეული პაკეტის შესაბამისად, ლიცენზიარი მომხმარებელს ანიჭებს პროგრამული პროდუქტის გამოყენების უფლებას შემდეგი გზებით: 
-    პროგრამული პროდუქტის აღწარმოება (სრულად ან ნაწილობრივ) შერჩეული პაკეტის შესაბამისად;
-    პროგრამული პროდუქტის ფუნქციონალური შესაძლებლობების გამოყენება შერჩეული პაკეტის შესაბამისად;
-    პროგრამული პროდუქტის გამოყენება ერთ ეგმ-ზე, თუ პაკეტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
პროგრამული პროდუქტის ნებისმიერი სხვა გზით გამოყენება განიხილება არამართლზომიერ გამოყენებად ან/და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევად, რაც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას წინამდებარე ოფერტის, სალიცენზიო შეთანხმების, საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო ნორმების შესაბამისად.
3.9. პროგრამული პროდუქტი მომხმარებელს მიეწოდება გამოყენებისათვის «როგორც არის» («as is»), «ხელმისაწვდომობის შესაბამისად» და ყოველგვარი გარანტიების გარეშე, რაც ნიშნავს იმას, რომ პროგრამული პროდუქტის რეალიზაცია ხორციელდება იმ ფუნქციონალური თვისებებით და იმ მდგომარეობაში, რომელშიც ის არსებობს მიწოდების მომენტისთვის და ასევე იმას, რომ ლიცენზიარი არ იძლევა გარანტიას პროგრამული პროდუქტის შესაბამისობაზე მომხმარებლის მოლოდინებთან/ საჭიროებებთან ან/და პროგრამული პროდუქტის თავსებადობაზე მომხმარებლის ნებისმიერ სხვა პროგრამულ უზრუნველყოფასთან ან მოწყობილობასთან, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ,  პროგრამული პროდუქტის შეუფერხებელ მუშაობზე ან შეცდომების არარსებობაზე.
3.10. ვინაიდან, პროგრამული პროდუქტი მიიწოდება გამოყენებისთვის «როგორც არის» პირობებით, ლიცენზიარი არ არის ვალდებული უსასყიდლოდ გასწიოს მისი ტექნიკური მხარდაჭერა, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან. დამატებითი შეთანხმების საფუძველზე და დამატებითი  ანაზღაურების სანაცვლოდ, ლიცენზიარს შეუძლია განახორციელოს პროგრამული პროდუქტის ინსტალაციასთან ან/და მომხმარებლის მოწყობილობაზე მის გაშვებასთან (საექსპლუატაციოდ) დაკავშირებული დახმარება.
3.11. პაკეტის სახით მომხმარებელმა უნდა შეარჩიოს: პროგრამული პროდუქტის ტიპი, პროგრამული პროდუქტის ხაზი, ლიცენზიის მინიჭების სახე (ოფლაინ, ონლაინ, ქსელური), ლიცენზიის მინიჭების ვადა.
3.12. მომხმარებელი ადასტურებს, რომ არჩეული პაკეტის გადახდამდე, კისრულობს ვალდებულებას ყურადღებით გაეცნოს ლიცენზიის მიწოდების პირობებთან დაკავშირებულ ყველა ინფორმაციას, რომელიც განთავსებულია საიტზე და იღებს სრულ პასუხისმგებლობას არასასურველი პაკეტის არჩევასთან დაკავშირებულ შედეგებზე.
3.13. მომხმარებელი ადასტურებს, რომ მისთვის ცნობილია, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სალიცენზიო შეთანხმებაზე ცალმხრივად უარის თქმის მომხმარებლის უფლებას და ლიცენზიის ღირებულების სახით ლიცენზიარისთვის გადახდილი თანხების დაბრუნების შესაძლებლობას. შესაბამისად, მომხმარებელი ადასტურებს, რომ თუ ის აირჩევს და გადაიხდის პროგრამული პროდუქტის მიწოდების პაკეტს, რომელიც მისთვის შეუსაბამოა, ან თუ მას აღარ ექნება პროგრამული პროდუქტის გამოყენების საჭიროება, ლიცენზიარს, საკუთარი შეხედულებისამბრ, უფლება აქვს უარი თქვას ლიცენზიის ღირებულების დაბრუნებაზე.
3.14. მომხმარებლის ინდივიდუალური მოთხოვნის საფუძველზე, ლიცენზიარი უფლებამოსილია მიაწოდოს მომხმარებელს დამატებითი ინფორმაცია ლიცენზიის პირობებთან და პროგრამული პროდუქტის მახასიათებლებთან დაკავშირებით.
3.15. მომხმარებლის მიერ ლიცენზიის გადახდის შემდეგ, ლიცენზიარი აწოდებს მომხმარებელს სალიცენზიო გასაღებს ან ლოგინს/პაროლს ლიცენზიის გამოყენებისთვის. პროგრამული პროდუქტის გამოყენების პერიოდი გამოითვლება ლიცენზიის შეძენის დღიდან, შესაბამისი სალიცენზიო გასაღების ან ლოგინის/პაროლის შეყვანის გზით.
3.16. მომხმარებელი პირადად არის პასუხისმგებელი პროგრამული პროდუქტის გამოყენების შედეგებზე, მათ შორის, პროგრამული პროდუქტის დახმარებით შექმნილი ნაკეთობების სანდოობის, უსაფრთხოების და სიზუსტის დამოუკიდებელი ტესტირების ადეკვატურობაზე.

4. THE PROCEDURE OF PAYMENT
4.1 The procedure for payment of the License fee is determined in accordance with the terms of this Offer. 
4.2 The License fee depends on the Package selected by the User. The License fee includes taxes established by the legislation of Georgia.
4.3 The License is provided on the terms of full prepayment of its fee. 
4.4 Upon expiration of the License term, the License is terminated.
4.5 Settlements on the Website are made using the electronic payment service UniPay in accordance with the procedure established by the administration of this electronic payment service. The Licensor is not responsible for the transactions performed using the specified electronic payment service. In case the User has any issues regarding the completed payment, the procedure for their resolution is determined with the administration of the corresponding electronic payment service.
4.6 The time required for crediting the funds may depend on the processing schedule set by the administration of the electronic payment service. The administration of the electronic payment service has the right to postpone or cancel any payments to prevent illegal activities or fraud, as well as to ensure security, for the period of risk assessment or investigation. 
4.7 When making payments on the Website, the User undertakes not to use the payment details of third parties without the consent of such third parties.
4.8 The costs of transferring funds (including bank fees) shall be borne by the User.
4.9. The rules of tariffication of services and formation of financial documentation for the User are determined by the Administration of the Electronic Payment Service UniPay independently.
4.10. The Electronic Payment Service UniPay is not responsible for the quality of services if the User has indicated false information necessary for the provision of services.
4.11. The Electronic Payment Service UniPay is not responsible for the User's losses resulting from errors and failures in the operation of software and/or hardware that ensure the functioning of the Electronic Payment Service, arising for reasons beyond the control of the actions/inactions of the Administration of the Electronic Payment Service UniPay.
4.12. All payments made by the User do not include the cost of Internet or data traffic. The Internet service provider or mobile operator may charge a fee for the scope of data traffic of the User.
4.13. The personal information provided when making an online payment is confidential and shall not be disclosed. The administration of the electronic payment service guarantees the security of online payment processing.

4. ანგარიშსწორების წესი
4.1. ლიცენზიის ღირებულების ანაზღაურების წესი განისაზღვრება წინამდებარე ოფერტის პირობების შესაბამისად.
4.2. ლიცენზიის ღირებულება დამოკიდებულია მომხმარებლის მიერ არჩეულ პაკეტზე. ლიცენზიის ღირებულება მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ გადასახადებს.
4.3. ლიცენზია გაიცემა მისი ღირებულების სრული წინასწარი გადახდის პირობებით.
4.4. ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ ლიცენზია წყდება.
4.5. საიტზე ანგარიშსწორებები ხორციელდება ელექტრონული გადახდის სერვისის UniPay გამოყენებით, ამ ელექტრონული გადახდის სერვისის ადმინისტრაციის მიერ დადგენილი წესით. ლიცენზიანტი არ არის პასუხისმგებელი მითითებული ელექტრონული გადახდის სერვისის გამოყენებით განხორციელებულ ტრანზაქციებზე. თუ მომხმარებელს აქვს შეკითხვები დასრულებულ გადახდასთან დაკავშირებით, მათი გადაჭრის პროცედურა განისაზღვრება შესაბამისი ელექტრონული გადახდის სერვისის ადმინისტრაციასთან.
4.6. თანხის ჩარიცხვისთვის საჭირო დრო შესაძლოა დამოკიდებული იყოს ელექტრონული გადახდის სერვისის ადმინისტრაციის მიერ დადგენილ დამუშავების გრაფიკზე. ელექტრონული გადახდის სერვისის ადმინისტრაციას უფლება აქვს გადადოს ან გააუქმოს ნებისმიერი გადახდა უკანონო ქმედებების ან თაღლითობის თავიდან ასაცილებლად, ასევე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რისკის შეფასების ან გამოძიების პერიოდში.
4.7. საიტზე გადახდისას, მომხმარებელი კისრულობს ვალდებულებას არ გამოიყენოს მესამე პირების საგადახდო რეკვიზიტები, ასეთი მესამე პირების თანხმობის გარეშე.
4.8. თანხების გადარიცხვის ხარჯები (საბანკო საკომისიოს ჩათვლით) ეკისრება მომხმარებელს.
4.9. მომსახურების ტარიფირებისა და მომხმარებლისთვის ფინანსური დოკუმენტაციის ფორმირების წესებს დამოუკიდებლად განსაზღვრავს ელექტრონული გადახდის სერვისის ადმინისტრაცია UniPay.
4.10. ელექტრონული გადახდის სერვისი UniPay არ არის პასუხისმგებელი მომსახურების ხარისხზე, თუ მომხმარებელმა მიაწოდა არასწორი ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია მომსახურების გაწევისთვის.
4.11. ელექტრონული გადახდის სერვისი UniPay არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლის ზიანზე, რომელიც გამოწვეულია იმ პროგრამული უზრუნველყოფის ან/და აპარატული საშუალებების შეცდომით და გაუმართაობით, რომელიც უზრუნველყოფს ელექტრონული გადახდის სერვისის ფუნქციონირებას და რომლის გამოწვევის მიზეზი არ არის დამოკიდებული ელექტრონული გადახდის სერვისი UniPay -ის ქმედებებზე/უმოქმედობაზე.
4.12. მომხმარებლის მიერ განხორციელებული ყველა გადახდა არ მოიცავს ინტერნეტის ან მონაცემთა ტრაფიკის ღირებულებას. ინტერნეტ სერვისის პროვაიდერმა ან მობილურმა ოპერატორმა შეიძლება დამატებით დააკისროს მომხმარებელს საფასური მომხმარებლის მონაცემთა ტრაფიკის ოდენობის სანაცვლოდ.
4.13. ონლაინ გადახდისას მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია კონფიდენციალურია და არ ექვემდებარება გამჟღავნებას. ონლაინ გადახდის დამუშავების უსაფრთხოება გარანტირებულია ელექტრონული გადახდის სერვისის ადმინისტრაციის მიერ.

5. PARTIES RESPONSIBILITY
5.1 In case of non-fulfillment or improper fulfillment of their obligations under the Offer, the Parties shall be liable in accordance with the legislation of Georgia and the terms of this Offer.
5.2 The liability of the Licensor in relations with the User is limited and exists within the limits established by this Offer, the Civil Code of Georgia and the current legislation.
5.3 The User assumes all possible risks associated with his/her actions on possible admission of errors and
inaccuracies in the data provided by him/her, necessary for non-cash payment.
5.4 The Licensor does not initiate and does not control the placement of information by the User in the process of using the Software Product, does not affect its content and integrity, and at the moment of placement of such information does not know and cannot know whether it violates the legally protected rights and interests of third parties, international treaties and the current legislation of Georgia.
5.5 By paying for the Software Product on the Website, the User confirms that he/she is aware of and understands the functional properties and features of the selected Software Product and the conditions/terms of the selected Package. The User acknowledges and agrees that the Licensor is not and will not be liable under any circumstances for:
- Misalignment between the Software Product and the User's expectations and needs;
- improper functioning of the Software Product on the User's equipment;
- any loss, damage, regardless of the reasons for its occurrence, (including, but not limited to, special, incidental or consequential damages, losses related to lost profits, interruption of business or production activities, loss of business information, negligence, or any other losses resulting from the use or inability to use the Software Product).
5.6 The Parties are released from liability for non-fulfillment and (or) improper fulfillment of their obligations under this Offer in case of force majeure circumstances, i.e., circumstances of objective nature, which are beyond the will of the Parties and which occurred after the conclusion of the contract on the terms of this Offer and prevent the Parties from fulfilling their obligations. Force majeure circumstances include, in particular, strikes, mass diseases, floods, earthquakes, hurricanes, other natural disasters and military actions (local and international), as well as man-made and anthropogenic disasters and acts of state and local authorities.
5.7 The Website is provided to the User on an "as  is" basis. The Licensor is not responsible for the operation of the Website, as well as:
5.7.1 The Licensor does not guarantee that the Website will meet the requirements or expectations of Users; 
5.7.2 The Licensor does not warrant that the Website will operate continuously, quickly, reliably and without errors and will meet Users' expectations, including that all errors on the Website will be corrected.
5.8. Users agree that they are not entitled to claim any compensation for moral damage, as well as compensation for lost profits from the Licensor in connection with the acceptance of this Offer, except for cases expressly provided for by the legislation of Georgia. 
5.9 The User confirms his/her consent to the processing of his/her personal data by the Licensor and/or the Right holder in accordance with the document on the Personal Data Protection and Processing Policy (Privacy Policy) of the Website Users’. The User undertakes to review the detailed terms and conditions of the speified document on the BimStep Website (https://www.bimstep.com/en-privacy-policy). 
5.10. In case of infringement of the Intellectual Property Rights by the User, the Licensor, in accordance with the terms of Articles 44 and 59 defined by the Law of Georgia "On Copyright and Related Rights", has the right to demand from the User:
- restoration of the situation existed to infringement of the right and suppression of actions that infringe the right or create a threat of its infringement;
- compensation for damages, including lost income;
- recovery of income received by the infringer as a result of the infringement;
- payment of compensation.
The Licensor is also entitled, at its own discretion, to use additional mechanisms for protection of his rights provided by the legislation of Georgia, the legislation of the Russian Federation and international agreements on protection of Intellectual Property Rights.

5. მხარეთა პასუხისმგებლობა
5.1. წინამდებარე ოფერტით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არასათანადო შესრულების შემთხვევაში, მხარეები პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობისა და წინამდებარე ოფერტის პირობების შესაბამისად.
5.2. ლიცენზიარის პასუხისმგებლობა მომხმარებელთან ურთიერთობაში შეზღუდულია და არსებობს წინამდებარე ოფერტით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში.
5.3. მომხმარებელი იღებს ყველა შესაძლო რისკს, რომელიც დაკავშირებულია მის მიერ მოწოდებული მონაცემების შეცდომებისა და უზუსტობების შესაძლო ქმედებებთან, რომლებიც აუცილებელია უნაღდო ანგარიშსწორების განსახორციელებლად.
5.4. ლიცენზიარი არ ინიცირებს და არ აკონტროლებს მომხმარებლის მიერ ინფორმაციის განთავსებას პროგრამული პროდუქტის გამოყენების დროს, არ ახდენს გავლენას მის შინაარსსა და მთლიანობაზე, ასევე ასეთი ინფორმაციის გამოქვეყნების დროს არ იცის და არც შეიძლება იცოდეს, არღვევს თუ არა ის მესამე პირების კანონით დაცულ უფლებებსა და ინტერესებს, საერთაშორისო ხელშეკრულებებს და საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.
5.5. პროგრამული პროდუქტის ღირებულების გადახდით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ მისთვის ცნობილია და გასაგებია შერჩეული პროგრამული პროდუქტის ფუნქციური თვისებები და შესაძლებლობები, ასევე შერჩეული პაკეტის პირობები/ვადები. მომხმარებელი ადასტურებს და ეთანხმება, რომ ლიცენზიარი, არავითარ შემთხვევაში არ არის და არც მომავალში იქნება პასუხისმგებელი:
-    პროგრამული პროდუქტის შეუსაბამისობაზე მომხმარებლის მოლოდინებთან და საჭიროებებთან; 
-    მომხმარებლის მოწყობილობაზე პროგრამული პროდუქტის არაჯეროვან/ არასათანადო ფუნქციონირებასთან დაკავშირებით; 
-    ნებისმიერ ზარალთან/ზიანთან დაკავშირებით, მიუხედავად მისი წარმოშობის მიზეზებისა (მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, პირდაპირი, არაპირდაპირი ან შემთხვევით ზიანთან, მიუღებელ შემოსავალთან, კომერციულ ან სამრეწველო საქმიანობის შეწყვეტასთან, საქმიანი ინფორმაციის დაკარგვასთან ან დაუდევრობასთან დაკავშირებულ ზიანზე, ასევე ნებისმიერ სხვა ზარალზე, რომელიც წარმოიშვა პროგრამული პროდუქტის გამოყენების ან გამოყენების შეუძლებლობის გამო).
5.6. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან წინამდებარე ოფერტით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისა ან/და არაჯეროვანი შესრულებისთვის ფორს-მაჟორული გარემოებების, ე.ი. ობიექტური ხასიათის მატარებელი გარემოებების დადგომის შემთხვევაში, რომლებიც წარმოიშვა მხარეთა ნებისგან დამოუკიდებლად წინამდებარე ოფერტის პირობებით დადებული ხელშეკრულების დადების შემდეგ და რომლებიც ხელს უშლის მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. ფორს-მაჟორული გარემოებები მოიცავს გაფიცვებს, მასობრივ დაავადებებს, წყალდიდობებს, მიწისძვრებს, ქარიშხლებს, სხვა სტიქიურ უბედურებებს და სამხედრო ოპერაციებს (ადგილობრივ და საერთაშორისოს), ასევე ტექნოგენურ და ანთროპოგენურ კატასტროფებს და სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველი ორგანოების ქმედებებს.
5.7. საიტი მიეწოდება მომხმარებელს „როგორც არის“ პირობით. ლიცენზიარი არ არის პასუხისმგებელი საიტის მუშაობაზე, ასევე:
5.7.1. ლიცენზიარი არ იძლევა გარანტიას, რომ საიტი დააკმაყოფილებს მომხმარებელთა მოთხოვნებს ან მოლოდინებს;
5.7.2. ლიცენზიარი არ იძლევა გარანტიას, რომ საიტი იმუშავებს უწყვეტად, სწრაფად, საიმედოდ და შეცდომების გარეშე და დააკმაყოფილებს მომხმარებლების მოლოდინებს, მათ შორის რომ საიტზე არსებული ყველა შეცდომა გამოსწორდება.
5.8. მომხმარებლები თანხმდებიან, რომ მათ არ აქვთ უფლება მოსთხოვონ ლიცენზიარს რაიმე სახის მორალური ზიანის ანაზღაურება, ისევე როგორც მიუღებელი შემოსავლის კომპენსაცია, წინამდებარე ოფერტის აქცეპტთან დაკავშირებით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.
5.9. მომხმარებელი ადასტურებს თანხმობას ლიცენზიარის ან/და უფლების მფლობელის მიერ მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე «საიტის მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დაცვისა და დამუშავების პოლიტიკის შესახებ» დოკუმენტის შესაბამისად. მომხმარებელი კისრულობს ვალდებულებას გაეცნოს აღნიშნული დოკუმენტის დეტალურ პირობებს BimStep-ის საიტზე  (https://www.bimstep.com/en-privacy-policy).
5.10 მომხმარებლის მიერ ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევის შემთხვევაში, ლიცენზიარს უფლება აქვს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული 44-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად მოსთხოვოს მომხმარებლისგან:
-    უფლების დარღვევამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა და იმ მოქმედების აღკვეთა, რომელიც არღვევს უფლებას ან ქმნის მისი დარღვევის საფრთხეს;
-    მიყენებული ზიანის ანაზღაურება, მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით;
-    დარღვევის შედეგად დამრღვევის მიერ მიღებული შემოსავლის ჩამორთმევა;
-    კომპენსაციის გადახდა.
ლიცენზიარს ასევე უფლება აქვს, საკუთარი შეხედულებისამებრ, მისი უფლებების დასაცავად გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით, რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვასთან დაკავშირებული საერთაშორისო ნორმებით გათვალისწინებული სხვა მექანიზმები.

6. DISPUTE RESOLUTION PROCEDURE
6.1 All disputes or disagreements arising in connection with the execution/non-execution of the provisions of this Offer shall be resolved by the Parties in a claim procedure. In this case, the Party, considering its rights violated, shall send to the other Party a claim in simple written form with attachment of duly certified documents substantiating the stated requirements.
The term for consideration of claims is 10 (ten) calendar days.
6.2 In case the Parties fail to reach an agreement, any dispute related to or arising out of this Offer, including any matter regarding existence, validity and termination of this Agreement or arbitration clause, for the purpose of consideration and final resolution shall be submitted to the permanent arbitration "Dispute Resolution Center" (DRC, registration code / 204547348; legal address: Vazha-Pshavela 71, 2nd floor, Tbilisi, website http://drc.ge/). Place of arbitration consideration: Tbilisi, Georgia. The dispute shall be considered and finally resolved by one arbitrator in accordance with the rules (regulations) of case management of the permanent Arbitration of the "Dispute Resolution Center".

6. დავების გადაწყვეტა
6.1. ყველა დავა ან უთანხმოება, რომელიც წარმოიშვება წინამდებარე ოფერტის დებულებების შესრულებასთან / შეუსრულებლობასთან დაკავშირებით, მხარეებმა უნდა გადაწყვიტონ საპრეტენზიო წესით. ასეთ შემთხვევაში მხარე, რომელიც თვლის, რომ მისი უფლებები დაირღვა, უგზავნის მეორე მხარეს პრეტენზიას მარტივი წერილობითი ფორმით, მითითებული მოთხოვნების დამადასტურებელი და სათანადოდ დამოწმებული საბუთებით.
პრეტენზიების განხილვის ვადაა 10 (ათი) კალენდარული დღე.
6.2. მხარეთა შორის შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, ნებისმიერი დავა, წარმოშობილი წინამდებარე ოფერტთან ან მასთან დაკავშირებით, მათ შორის, ნებისმიერი საკითხი შეთანხმების ან/და საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობის, ნამდვილობასა და შეწყვეტის შესახებ განხილვისა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით უნდა გადაეცეს მუდმივმოქმედ არბიტრაჟს „დავების განმხილველ ცენტრს“ (DRC-ს, რომლის სარეგისტრაციო კოდია 204547348; იურიდიული მისამართი ქ. თბილისი ვაჟა-ფშაველას 71, 2 სართული, ოფისი 11, ვებ-გვერდი http://drc.ge/). საარბიტრაჟო განხილვის ადგილია: საქართველო, ქ. თბილისი. დავა განიხილება და საბოლოოდ წყდება ერთი არბიტრის მიერ მუდმივმოქმედი არბიტრაჟის „დავების განმხილველ ცენტრის“ საქმის წარმოების წესების (დებულების) შესაბამისად.

7. ENTRY INTO FORCE OF THE OFFER, AMENDMENT OF THE OFFER PROVISIONS
7.1 This Offer comes into force from the moment of its placement on the Website, is valid indefinitely and shall be considered accepted by the User from the moment the User expresses consent to its terms and conditions in the manner prescribed by the preamble of this Offer.
7.2 All changes made to this Offer shall be posted on the Website and shall come into force from the moment of posting such changes on the Website.
7.3 The Licensor has the right to make changes to this Offer at any time, but in any case, such changes shall be published and made available to the public through publication on the Website.
7.4 The User is not entitled to refer to his/her failure to be informed about the introduction of these changes and the date of their entry into force. Failure of the User to familiarize himself with the conditions and (or) changes in this Offer may not serve as a basis for the User's failure to fulfill his obligations and the User's non-compliance with the restrictions established by this Offer.

7. ოფერტის ძალაში შესვლა, ოფერტის დებულებების შეცვლა
7.1. წინამდებარე ოფერტი ძალაში შედის საიტზე მისი განთავსების მომენტიდან, მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით და ითვლება მიღებულად მომხმარებლის მიერ იმ მომენტიდან, როდესაც მომხმარებელი გამოთქვამს თანხმობას მის პირობებზე წინამდებარე ოფერტის პრეამბულაში დადგენილი წესით.
7.2. წინამდებარე ოფერტში შეტანილი ყველა ცვლილება ექვემდებარება საიტზე განთავსებას და ძალაში შედის საიტზე ასეთი ცვლილებების განთავსების მომენტიდან.
7.3. ლიცენზიარს უფლება აქვს ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე ოფერტში, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი ცვლილებები ქვეყნდება და ხელმისაწვდომია საყოველთაოდ საიტზე გამოქვეყნების გზით.
7.4. მომხმარებელს არ აქვს უფლება მიუთითოს აღნიშნული ცვლილებების შეტანის და ძალაში შესვლის თარიღის შესახებ არაინფორმულობაზე. მომხმარებლის მიერ წინამდებარე ოფერტის პირობების ან/და ცვლილებების გასაცნობად მოქმედებების შეუსრულებლობა არ შეიძლება გახდეს მომხმარებლის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობისა და წინამდებარე ოფერტით დადგენილი შეზღუდვების შეუსრულებლობის საფუძველი.

8. FINAL PROVISIONS
8.1 The User agrees to receive, and the Licensor has the right to send the User informational messages, including advertising messages, to the User's e-mail and/or cell phone. The User has the right to refuse to receive advertising and other information without explaining the reasons for the refusal by informing the Licensor of his refusal by sending a corresponding application to the Licensor's e-mail.
8.2 The User agrees that the Website and the Software Product may contain advertising, the presence of which is a prerequisite for the use of the Website. The User acknowledges the right of the Licensor to place such advertising without prior notice to the User and without any compensation.
8.3 The terms of use of the Website shall be governed by the legislation of Georgia. If any provision of this Offer will be recognized invalid, other provisions of the Offer continue to have full legal force.

8. დასკვნითი დებულებები
8.1. მომხმარებელი თანახმაა მიიღოს და ლიცენზიარს უფლება აქვს გაუგზავნოს მომხმარებლის საინფორმაციო შეტყობინებები მომხმარებლის ელექტრონულ ფოსტაზე ან/და მობილურ ნომერზე, მათ შორის, რეკლამის ჩათვლით. მომხმარებელს უფლება აქვს უარი თქვას სარეკლამო და სხვა ინფორმაციის მიღებაზე უარის თქმის მიზეზების ახსნის გარეშე, უარის შესახებ ლიცენზიარის ინფორმირების გზით, რომელიც ხორციელდება ლიცენზიარის ელექტრონულ ფოსტაზე შესაბამისი განაცხადის გაგზავნით.
8.2. მომხმარებელი თანახმაა, რომ საიტი და პროგრამული პროდუქტი შეიძლება შეიცავდნენ რეკლამას, რომლის არსებობა აუცილებელი პირობაა საიტის გამოყენებისთვის. მომხმარებელი აღიარებს ლიცენზიარის უფლებას განათავ
სოს ასეთი რეკლამები მომხმარებლის წინასწარი შეტყობინებისა და ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე.
8.3. საიტის გამოყენების პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. თუ წინამდებარე ოფერტის რომელიმე დებულება გამოცხადდება ძალადაკარგულად, ოფერტის სხვა პირობები ინარჩუნებენ სრულ იურიდიულ ძალას.

9. DETAILS OF THE LICENSOR

Individual Entrepreneur Aleksei Stepanov, registered under the laws of Georgia

IE identification number: 305592025;

Date of registration: 20.01.2023;

Registered address: 3 Berbuki Str., apt. 72, 16th floor, Tbilisi, Georgia;

e-mail: info@bimstep.com

9. ლიცენზიარის რეკვიზიტები
ინდივიდუალური მეწარმე ალეკსეი სტეპანოვი, რეგისტრირებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
ინდ. მესარმის საიდენტიფიკაციო ნომერი: 305592025;
რეგისტრაციის თარიღი: 20.01.2023წ;
იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ბერბუკის ქ. 3, სართული 16, ბინა. 72, ელ.ფოსტა: info@bimstep.com

Bank details / საბანკო რეკვიზიტები:

Name of Beneficiary: P/E Aleksei Stepanov

Beneficiary’s Bank: JSC TBC Bank

TBILISI, GEORGIA

Swift: TBCBGE22

Beneficiary’s IBAN: GE10TB7142745064400007

Intermediary Bank: CITIBANK N.A.

NEW-YORK, USA

SWIFT: CITIUS33

ABA: 021000089

Intermediary Bank: JPMORGAN CHASE BANK N.A.

NEW-YORK, USA

SWIFT: CHASUS33

ABA: 021000021

bottom of page