Top.Mail.Ru
top of page

License Agreement

 The present License Agreement for use of the BimStep Plugins (hereinafter referred to as the "Agreement") is a legally binding document and regulates the relationship between: 

An Individual Entrepreneur Aleksei Stepanov (registered under the laws of Georgia, IE identification number: 305592025, registration date: January 20, 2023, hereinafter - "Licensor"), and you - an individual and/or a legal entity, wishing to obtain the rights to use the "BimStep" plugins (hereinafter referred to as the "User"),

 

hereinafter jointly referred to as the "Parties".

სალიცენზიო შეთახმება

წინამდებარე სალიცენზიო შეთანხმება «BimStep»-ის პლაგინების გამოყენების შესახებ (შემდგომში - «შეთანხმება») წარმოადგენს იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტს და არეგულირებს ურთიერთობას ინდივიდუალური მეწარმე ალეკსეი სტეპანოვს (რომელიც რეგისტრტრებულია საქართველოს კანონდებლობის შესაბამისად, ინდ. მეწარმის სარეგისტრაციო ნომერი: 305592025, რეგისტრაციის თარიღი: 20.01.2023წ., შემდგომში - «ლიცენზიარი») და

თქვენს - ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს შორის, რომელსაც სურს «BimStep»-ის პლაგინების გამოყენების უფლებების მიღება (შემდგომში «მომხმარებელი»)

 

შემდგომში ერთობლივად წოდებულნი - «მხარეები»

PLEASE READ IT CAREFULLY:

Before using the Software Product, the User must carefully read the conditions of this Agreement.

By purchasing, installing, copying or otherwise using BimStep Software Products, User fully and unconditionally agrees and accepts the terms of this Agreement and any other document referred to herein.

If you do not agree to the conditions of this Agreement, you may not purchase, install, copy or otherwise use the BimStep Software Products.

BimStep Software Products are protected by copyright laws and international copyright treaties, as well as other governing intellectual property laws and treaties.

Licensor reserves the right to amend this Agreement and any document referred to herein at any time. Such amendments shall become effective on the date the document containing them is posted on the Website https://www.bimstep.com/, unless otherwise specified in such document.

The present Agreement is concluded in the form of an offer, does not require bilateral signature and is valid in electronic form.

By clicking "Accept" while installing, downloading, copying, or using the Software Product, you agree to the conditions of the present Agreement. If you do not agree to any of the condition of this Agreement, immediately select the "Reject" button/option and cancel the installation or download accordingly.

გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ:

 

პროგრამული პროდუქტის გამოყენებამდე მომხმარებელმა ყურადღებით უნდა წაიკითხოს წინამდებარე შეთანხმების პირობები.

«BimStep»-ის პროგრამული პროდუქტების შეძენით, ინსტალაციით, კოპირებით ან სხვაგვარად გამოყენებით, მომხმარებელი სრულად და უპირობოდ ეთანხმება და კისრულობს წინამდებარე შეთანხმების და მასში აღნიშნული ნებისმიერი სხვა დოკუმენტის პირობებს.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ ეთანხმებით ამ შეთანხმების პირობებს, თქვენ არ გაქვთ უფლება შეიძინოთ, დააინსტალიროთ, დააკოპიროთ ან სხვაგვარად გამოიყენოთ «BimStep»-ის პროგრამული პროდუქტები.

«BimStep»-ის პროგრამული პროდუქტები დაცულია საავტორო უფლებების შესახებ კანონებით და საერთაშორისო შეთანხმებებით, ასევე ინტელექტუალური საკუთრების შესახებ სხვა მარეგულირებელი კანონებით და შეთანხმებებით.

ლიცენზიარი იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე შეთანხმებაში და მასში ნახსენებულ ნებისმიერ დოკუმენტში. ასეთი ცვლილებები ძალაშია მათი შემცველი დოკუმენტის ინტერნეტში - https://www.bimstep.com/ ვებ-გვერდზე განთავსების თარიღიდან, თუ ასეთ დოკუმენტში სხვა რამ არ არის მითითებული.

წინამდებარე შეთანხმება იდება ოფერტის (შეთავაზების) ფორმით, არ საჭიროებს ორმხრივ ხელმოწერას და ძალაშია ელექტრონული სახით.

პროგრამული პროდუქტის ინსტალაციის, ჩამოტვირთვის, კოპირების ან გამოყენების დროს ღილაკზე «ვეთანხმები» დაჭერა გამოხატავს თქვენ თანხმობას წინამდებარე შეთანხმების პირობებთან. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ ეთანხმებით წინამდებარე შეთანხმების რომელიმე პირობას, დაუყოვნებლივ აირჩიეთ ღილაკი/ვარიანტი «გაუქმება» და, შესაბამისად, გააუქმეთ ინსტალაცია ან ჩამოტვირთვა.

RECITALS:

 Considering that:

 - The Licensor is the author of the Software Product "BimStep" and also has the license with the right to distribute the Software Product "BimStep", which includes the right to spread the Software Product by any legal way on the territory of  the whole world, in accordance with the terms of the License Agreement №1-BS-GEO of 01/07/2023, executed between the Licensor and the Right Holder of the Software Product "BimStep" - Marina Andreevna Stepanova, Individual Entrepreneur (registered in accordance with the legislation of the Russian Federation, ITN - Individual Taxpayer Number: 070710984681, PSRNIE - Primary state registration number of individual entrepreneur: 321508100268312 dated June 1, 2021; hereinafter - the "Right Holder");

- The Licensor is fully and duly authorized to conclude the present  Agreement; the Licensor has the right to obtain and/or transfer the rights and obligations under this Agreement without any additional consent from the Right Holder;

 - The User confirms that he is aware and understands the functional properties and features of the selected Software Product and the terms and conditions of the selected Package;

- By entering into this Agreement, the User confirms that he is the end User of the Software Product and will be the end User during the entire validity period of the License;

 - The User acknowledges and agrees that the Licensor is not and will not be liable under any circumstances for:

  • Misalignment between the Software Product and the User's expectations and needs; 

  • improper functioning of the Software Product on the User's hardware, 

  • any losses/damages regardless of the reasons for its occurrence (including, but not limited to special, incidental or indirect damages, losses resulting from loss of profit, interruption of commercial or production activity, loss of business information, negligence or any other losses resulting from the use or inability to use the Software Product). 

Based on the foregoing, the Parties, on the basis of free will, agree on the following:

პრეამბულა

იმის გათვალისწინებით, რომ:

- ლიცენზიარი წარმოადგენს «BimStep»-ის პროგრამული პროდუქტის ავტორს და  ასევე ფლობს ლიცენზიას «BimStep»-ის პროგრამული პროდუქტის დისტრიბუციის/გავრცელების უფლებით, რომელიც მოიცავს პროგრამული პროდუქტის ნებისმიერი კანონიერი გზით გავრცელების უფლებას მთელი მსოფლიოს ტერიტორიაზე, ლიცენზიარსა და პროგრამული პროდუქტი «BimStep»-ის უფლების მფლობელს - ინდივიდუალური მეწარმე მარინა სტეპანოვას (რომელიც რეგისტრირებულია რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის შესაბამისად, გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი: 07071098468, ინდივიდუალური მეწარმის ძირითადი სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი: 321508100268312, შემდგომში «უფლების მფლობელი") შორის 2023 წლის — ივლისს გაფორმებული სალიცენციო ხელშეკრულება №1-BS-GEO-ის პირობების შესაბამისად;

- ლიცენზიარს აქვს სრული და სათანადო უფლებამოსილება წინამდებარე შეთანხმების გაფორმებაზე; ლიცენზიარს უფლება აქვს მიიღოს ან/და გადასცეს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები უფლების მფლობელის მხრიდან რაიმე სახის დამატებითი თანხმობის გარეშე;

- მომხმარებელი ადასტურებს, რომ მისთვის ცნობილია და გასაგებია შერჩეული პროგრამული პროდუქტის ფუნქციური თვისებები და შესაძლებლობები, ასევე შერჩეული პაკეტის პირობები/ვადები;

- წინამდებარე შეთანხმების გაფორმებით, მომხმარებელი ადასტურებს რომ წარმოადგენს პროგრამული პროდუქტის საბოლოო მომხმარებელს და ასეთად დარჩება ლიცენზიის მოქმედების სრული პერიოდის განმავლობაში;

- მომხმარებელი ადასტურებს და ეთანხმება, რომ ლიცენზიარი, არავითარ შემთხვევაში არ არის და არც მომავალში იქნება პასუხისმგებელი:

  • პროგრამული პროდუქტის შეუსაბამისობაზე მომხმარებლის მოლოდინებთან და საჭიროებებთან;

  • მომხმარებლის მოწყობილობაზე პროგრამული პროდუქტის არაჯეროვან/ არასათანადო ფუნქციონირებასთან დაკავშირებით;

  • ნებისმიერ ზარალთან/ზიანთან დაკავშირებით, მიუხედავად მისი წარმოშობის მიზეზებისა (მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, პირდაპირი, არაპირდაპირი ან შემთხვევით ზიანთან, მიუღებელ შემოსავალთან, კომერციულ ან სამრეწველო საქმიანობის შეწყვეტასთან, საქმიანი ინფორმაციის დაკარგვასთან ან დაუდევრობასთან დაკავშირებულ ზიანზე, ასევე ნებისმიერ სხვა ზარალზე, რომელიც წარმოიშვა პროგრამული პროდუქტის გამოყენების ან გამოყენების შეუძლებლობის გამო).

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, თანხმდებიან შემდეგზე:

1. DEFINITIONS

 In the present Agreement, the terms listed below are used in the following meaning:

"Agreement" is the present License Agreement with all attachments (supplements) hereto (including those incorporated by links).

 "Licensor" is an Individual entrepreneur Stepanov Aleksey, registered in accordance with the laws of Georgia, IE identification number: 305592025, date of registration: 20.01.2023;

"User" is any individual or legal entity that installs or uses the Software Product on its own behalf, or owns a copy thereof;

 "Computer" means an electronic machine/computer;

 "Software Product" or "Plugin" is BimStep's Plugin for Computer, registered in accordance with the Certificate of State registration of the Computer program No. 2021668562 issued by the Federal Service for Intellectual Property of the Russian Federation;

"License" is a permission to use the Software Product granted to the User within the selected Package;

 "Package" is the terms and conditions of the License, selected by the User from those offered on the Website, determining the limits of the use of the Software Product and the License fee;

"Website" is the BimStep's website at the addresses: https://www.bimstep.com/.

"Intellectual Property Rights" is all patents, rights to inventions, copyrights and related rights, trademarks and service marks, trade names, trade names and domain names, design rights, computer software rights, database rights, topographic rights, rights to confidential information (including know-how and trade secrets) and any other intellectual property rights registered or unregistered anywhere in the world.

  1. ტერმინები

 

წინამდებარე შეთანხმებაში ქვემოთ ჩამოთვლილი ტერმინები გამოიყენება შემდეგი მნიშვნელობით:

«შეთანხმება» - წინამდებარე სალიცენზიო შეთანხმება მის ყველა დანართთან (დამატებასთან) ერთად (მათ შორის, თანდართული ვებ-ბმულების სახით).

«ლიცენზიარი» - ინდივიდუალური მეწარმე ალეკსეი სტეპანოვი, რეგისტრირებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ინდ. მეწარმის საიდენტიფიკაციო ნომერი: 305592025, რეგისტრაციის თარიღი: 20.01.2023წ.;

«მომხმარებელი» - ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საკუთარი სახელით ახორციელებს პროგრამული პროდუქტის ინსტალაციას ან გამოყენებას ან ფლობს მის ასლს;

«ეგმ» - ელექტრონული გამომთვლელი მანქანა / კომპიუტერი;

«პროგრამული პროდუქტი» ან «პლაგინი» - BimStep პლაგინი ეგმ-ისთვის, რეგისტრირებული ეგმ-ისთვის განკუთვნილი კომპიუტერული პროგრამის სახელმწიფო რეგისტრაციის შესახებ № 2021668562 მოწმობის შესაბამისად, რომელიც გაცემულია რუსეთის ფედერაციის ინტელექტუალური საკუთრების ფედერალური სამსახურის მიერ;

«ლიცენზია» - პროგრამული პროდუქტის გამოყენების ნებართვა, რომელიც ენიჭება მომხმარებელს შერჩეული პაკეტის ფარგლებში;

«პაკეტი» - საიტზე შემოთავაზებულებიდან მომხმარებლის მიერ არჩეული ლიცენზიის პირობები და ვადები, რომლებიც განსაზღვრავენ პროგრამული პროდუქტის გამოყენების ფარგლებს და ლიცენზიის ღირებულებას;

«საიტი» - BimStep-ის საიტი ინტერნეტში: https://www.bimstep.com/;

 

«ინტელექტუალური საკუთრების უფლებები» - ყველა პატენტი, გამოგონებაზე უფლებები, საავტორო და მომიჯნავე უფლებები, სასაქონლო ნიშნები, სავაჭრო სახელწოდებები, საფირმო სახელწოდებები და დომენური სახელები, სარეგისტრაციო უფლებები, უფლებები დიზაინზე, უფლებები დიზაინზე, უფლებები კომპიუტერულ პროგრამულ უზრუნველყოფაზე, უფლებები მონაცემთა ბაზებზე, ტოპოგრაფიული უფლებები, უფლებები კონფიდენციალურ ინფორმაციაზე (მათ შორის, ნოუ-ჰაუ და კომერციული საიდუმლოებები) და ინტელექტუალურ საკუთრებაზე ნებისმიერი სხვა უფლებები, რომლებიც რეგისტრირებულია ან არ არის რეგისტრირებული მსოფლიოს ნებისმიერ ნაწილში.

2. GENERAL CONDITIONS

2.1. Under the present Agreement, the Licensor grants the User a non-exclusive (simple), non-transferable or sublicensable License to use the Plugin, solely as an end user, in accordance with the terms and conditions of the Package selected and paid for by the User.

2.2 The User undertakes not to violate the right and limits of using the Plugin, as well as other Intellectual Property Rights to the Plugin, including the exclusive rights of the Licensor and/or Right Holder.

2.3 During the term of the License, which is determined in accordance with the Package chosen by the User, the Licensor grants the User the right to use the Software Product in the following ways:

- reproduction (full or partial) of the Software Product, in accordance with the selected Package;

- using the provided functionality of the Software Product in accordance with the selected Package;

- use of the Software Product on one Computer, unless otherwise provided by the Package.

Use of the Software Product in any other way will be considered as unlawful use and/or infringement of Intellectual Property Rights providing for liability in accordance with this Agreement, legislation of Georgia and international norms.

2.4 The Plugin is provided to the User for use "as is", "as available" and without any guarantees, which means that the Plugin is implemented with the functional properties and in the state it exists at the moment of provision, and also that the Licensor does not guarantee the compliance of the Plugin with the User's expectations/needs and/or compatibility of  the Plugin with any other software and equipment of the User, including, but not limited to, the smooth operation of the Plugin or the absence of errors..

2.4.1 As the Software Product is provided for use on an "as is" basis, the Licensor is not obliged to provide technical support for it free of charge, unless the Parties have agreed otherwise. On the basis of a supplementary agreement and for an additional fee Licensor may provide assistance in setting up and (or) running the Software Product on User's device(s).

2.4.2 The User is solely responsible for the results of using the Software Product, including the adequacy of the independent testing of the reliability, safety and accuracy of products constructed with the Software Product.

2.4.3 The territory in which the License is valid is the territory of the whole world.

2.4.4 The License fee is determined in accordance with the Package chosen by the User.

The User confirms that he is aware that the current legislation does not provide the User's right to unilaterally withdraw from the Agreement and the possibility of returning the funds paid as the License fee to the Licensor. Accordingly, the User confirms that in case he chooses and pays for the Software Product Package which does not suit him or he no longer needs to use the Software Product, the Licensor, at its own discretion, has the right to refuse to refund him the License fee.

2.    ზოგადი პირობები
2.1.    წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად, ლიცენზიარი ანიჭებს მომხმარებელს პლაგინის გამოყენების არაგანსაკუთრებულ (ჩვეულებრივ) ლიცენზიას, რომელიც არ ექვემდებარება გადაცემას ან სუბლიცენზირებას და გადაეცემა მას მხოლოდ როგორც საბოლოო მომხმარებელს, მომხმარებლის მიერ შერჩეული და გადახდილი პაკეტის პირობებისა და  ვადების შესაბამისად.
2.2.    მომხმარებელი კისრულობს ვალდებულებას არ დაარღვიოს პლაგინის გამოყენების უფლება და ფარგლები, ასევე პლაგინზე ინტელექტუალური საკუთრების სხვა უფლებები, მათ შორის, ლიცენზიარის ან/და უფლების მფლობელის განსაკუთრებული უფლებები.

2.3.    სალიცენზიო პერიოდის განმავლობაში, რომელიც განისაზღვრება მომხმარებლის მიერ შერჩეული პაკეტის შესაბამისად, ლიცენზიარი მომხმარებელს ანიჭებს პროგრამული პროდუქტის გამოყენების უფლებას შემდეგი გზებით: 
- პროგრამული პროდუქტის აღწარმოება (სრულად ან ნაწილობრივ) შერჩეული პაკეტის შესაბამისად;
- პროგრამული პროდუქტის ფუნქციონალური შესაძლებლობების გამოყენება შერჩეული პაკეტის შესაბამისად;
- პროგრამული პროდუქტის გამოყენება ერთ ეგმ-ზე, თუ პაკეტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
პროგრამული პროდუქტის ნებისმიერი სხვა გზით გამოყენება განიხილება არამართლზომიერ გამოყენებად ან/და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევად, რაც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას წინამდებარე შეთანხმების, საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო ნორმების შესაბამისად

2.4     პლაგინი მომხმარებელს მიეწოდება გამოყენებისათვის «როგორც არის» («as is»), «ხელმისაწვდომობის შესაბამისად» და ყოველგვარი გარანტიების გარეშე, რაც ნიშნავს იმას, რომ პლაგინის რეალიზაცია ხორციელდება იმ ფუნქციონალური თვისებებით და იმ მდგომარეობაში, რომელშიც ის არსებობს მიწოდების მომენტისთვის და ასევე იმას, რომ ლიცენზიარი არ იძლევა გარანტიას პლაგინის შესაბამისობაზე მომხმარებლის მოლოდინებთან/საჭიროებებთან ან/და პლაგინის თავსებადობაზე მომხმარებლის ნებისმიერ სხვა პროგრამულ უზრუნველყოფასთან ან მოწყობილობასთან, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, პლაგინის შეუფერხებელ მუშაობზე ან შეცდომების არარსებობაზე.
2.4.1.    ვინაიდან, პროგრამული პროდუქტი მიიწოდება გამოყენებისთვის «როგორც არის» პირობებით, ლიცენზიარი არ არის ვალდებული უსასყიდლოდ გასწიოს მისი ტექნიკური მხარდაჭერა, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან. დამატებითი შეთანხმების საფუძველზე და დამატებითი  ანაზღაურების სანაცვლოდ, ლიცენზიარს შეუძლია განახორციელოს პროგრამული პროდუქტის ინსტალაციასთან ან/და მომხმარებლის მოწყობილობაზე მის გაშვებასთან (საექსპლუატაციოდ) დაკავშირებული დახმარება.
2.4.2.    მომხმარებელი პირადად არის პასუხისმგებელი პროგრამული პროდუქტის გამოყენების შედეგებზე, მათ შორის, პროგრამული პროდუქტის დახმარებით შექმნილი ნაკეთობების სანდოობის, უსაფრთხოების და სიზუსტის დამოუკიდებელი ტესტირების ადეკვატურობაზე.
2.4.3.    ტერიტორია, რომელზეც მოქმედებს ლიცენზია - მთელი მსოფლიოს ტერიტორია.

2.4.4.    ლიცენზიის ღირებულება განსაზღვრულია მომხმარებლის მიერ შერჩეული პაკეტის შესაბამისად.

მომხმარებელი ადასტურებს, რომ მისთვის ცნობილია, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს შეთანხმებაზე ცალმხრივად უარის თმის მომხმარებლის უფლებას და ლიცენზიის ღირებულების სახით ლიცენზიარისთვის გადახდილი თანხების დაბრუნების შესაძლებლობას. შესაბამისად, მომხმარებელი ადასტურებს, რომ თუ ის აირჩევს და გაიხდის პროგრამული პროდუქტის მიწოდების პაკეტს, რომელიც მისთვის შეუსაბამოა, ან თუ მას აღარ ექნება პროგრამული პროდუქტის გამოყენების საჭიროება, ლიცენზიარს, საკუთარი შეხედულებისამბრ, უფლება აქვს უარი თქვას ლიცენზიის ღირებულების დაბრუნებაზე.

3. PERSONAL DATA PROCESSING POLIY

By entering into this Agreement, the User confirms his consent to the processing of his personal data by the Licensor and/or the Right Holder in accordance with the document on the PERSONAL DATA PROTECTION AND PROCESSING POLICY (PRIVACY POLICY) OF THE WEBSITE USERS’. The user undertakes to review the detailed terms and conditions of the specified document on the BimStep Website (https://www.bimstep.com/en-privacy-policy).

3. პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკა

3.1     წინამდებარე შეთანხმების გაფორმებით, მომხმარებელი ადასტურებს თანხმობას ლიცენზიარის ან/და უფლების მფლობელის მიერ მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე «საიტის მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დაცვისა და დამუშავების პოლიტიკის შესახებ» დოკუმენტის შესაბამისად. მომხმარებელი კისრულობს ვალდებულებას გაეცნოს აღნიშნული დოკუმენტის დეტალურ პირობებს BimStep-ის საიტზე (https://www.bimstep.com/en-privacy-policy).

4. INTELLECTUAL PROPERTY AND LIMITATIONS

4.1 The rights to the Software Product granted to the User are solely license rights. No provision of the present Agreement or any other document grants to the User any ownership rights to the Software Product, in whole or in part.

4.2 The Software Product, all copies thereof and all Intellectual Property Rights to the Software Product and its copies belong to the Licensor and/or to the Right Holder. The Software Product, its constituents and separate components (including but not limited to: other programs, program codes, underlying know-how, algorithms, design elements, fonts, logos, and text, graphic and other materials) are protected by copyright and other Intellectual Property Rights, laws and agreements (including Georgian and Russian domestic laws and international treaties and agreements).

4.3 The User confirms that he is aware that the Software Product is subject to Intellectual Property Rights, and that the User at any time (whether before or after termination of the License) must not perform or tolerate any actions that violate Intellectual Property Rights.

4.4 The Licensor retains all rights to the Software Product, which are not expressly granted to the User under the present Agreement. In case of improvement of the Plugin within the framework of the paid technical support the copyrights for the software code remain with the Licensor and/or the Right Holder.

4.5 The Software Product is intended only for the User's own use and may not be used by third parties (including on a sub-license basis or for the purposes of marketing or subsequent distribution, either separately or as a component of any other product).

4.6 The User is  not entitled to hack technology, decompile, disassemble, adapt, modify the Plugin or any part of it, to make any unauthorized copying, duplication, reproduction of the Plugin, to create any derivative works based on it, to make the Plugin available for use by third parties, or to perform any activities that threaten the functionality, integrity or operability of the Plugin or its separate parts, to rent, lease or to give the Software Product for temporary use to third parties, to assign it or perform any actions that violate the mechanism for using the Plugin, in particular in the presence of encoded files – to perform any actions aimed at their decoding.

4.7 The Software Product may include software components from third party suppliers. The Licensor warrants that he has the necessary permissions from third party suppliers to use their components while the User uses the Software Product. The User receives the rights to use these components while using the Software Product based on the purchased License.

All components of third-party suppliers are merged into the software during installation of the Software Product. The User has the right to copy, install and operate all components of third-party suppliers delivered as a part of the Software Product only as a part of work related to the operation of the Software Product. Copying, distribution, installation and operation of separate components will be a violation of the terms of the License and copyrights of both Licensor and third-party suppliers (unless otherwise stipulated in the Licenses and License Agreements of third-party suppliers).

4.8 The Licensor has the right to temporarily or permanently suspend the User's License in case he finds facts indicating the possible violation of the terms of use of the Software Product by the User or performing of any actions, which may result in publication or unauthorized distribution of the object of the Intellectual Property Rights.

4.9 In case the User infringes the Intellectual Property Rights under the present Agreement, the Licensor, in accordance with the terms of Articles 44 and 59 of the Law of Georgia "On Copyright and Related Rights", has the right to demand from the User:

- restoration of the situation that existed prior to the infringement of the right and suppression of actions that infringe the right or create a threat of its infringement;

- compensation for damages, including lost income;

- recovery of income received by the infringer as a result of the infringement;

- payment of compensation.

Licensor also has the right, at its own discretion, to use additional mechanisms to protect his rights, provided by the legislation of Georgian and international norms on protection of Intellectual Property Rights.

4.    ინტელექტუალური საკუთრება და შეზღუდვები
4.1     პროგრამულ პროდუქტზე მომხმარებლისთვის მინიჭებული უფლებები ატარებენ მხოლოდ სალიცენზიო ხასიათს. წინამდებარე შეთანხმების ან სხვა დოკუმენტის არცერთი დებულება არ ანიჭებს მომხმარებელს პროგრამულ პროდუქტზე რაიმე სახის საკუთრების უფლებებს, მთლიანად ან ნაწილობრივ.
4.2     პროგრამული პროდუქტი, მისი ყველა ეგზემპლარი, ისევე როგორც ყველა ინტელექტუალური საკუთრების უფლება პროგრამულ პროდუქტზე და მისი ასლებზე ეკუთვნის ლიცენზიარს ან/და უფლების მფლობელს. პროგრამული პროდუქტი, მისი შემადგენელი ნაწილები და ცალკეული კომპონენტები (მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ: სხვა პროგრამები, პროგრამული კოდები, მათ საფუძვლად არსებული ნოუ-ჰაუ, ალგორითმები, დიზაინის ელემენტები, შრიფტები, ლოგოტიპები, ასევე ტექსტური, გრაფიკული და სხვა მასალები) დაცულია საავტორო უფლებებით და სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებებით, კანონებით და შეთანხმებებით (მათ შორის, საქართველოს და რუსეთის ფედერაციის შიდა კანონებით, და ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით).
4.3     მომხმარებელი ადასტურებს, რომ მისთვის ცნობილია, რომ პროგრამული პროდუქტი წარმოადგენს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების საგანს და ასევე, რომ მომხმარებელმა არასდროს (ლიცენზიის შეწყვეტამდე თუ მის შემდეგ) არ უნდა განახორციელოს ან დაუშვას რაიმე ქმედება, რომელიც არღვევს ინტელექტუალურ სამართალს.
4.4     ლიცენზიარი ინარჩუნებს ყველა უფლებას პროგრამულ პროდუქტზე, რომელიც წინამდებარე შეთანხმებით პირდაპირ არ არის მინიჭებული მომხმარებლისთვის. ანაზღაურებადი ტექნიკური მხარდაჭერის ფარგლებში პლაგინის გაუმჯობესობის შემთხვევაში, პროგრამულ კოდზე საავტორო უფლებები ეკუთვნის ლიცენზიარს ან/და უფლების მფლობელს.
4.5     პროგრამული პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ მომხმარებლის პირადი გამოყენებისთვის და არ უნდა იყოს გამოყენებული მესამე პირების მიერ (მათ შორის, სუბლიცენზიის საფუძველზე, მარკეტინგის ან/და შემდგომი გავრცელების მიზნით, როგორც ცალკე, ასევე როგორც რომელიმე სხვა პროდუქტის კომპონენტის სახით).
4.6     მომხმარებელს არ აქვს უფლება განახორციელოს ტექნოლოგიის გატეხვა, პლაგინის ან მისი ნაწილების დეკომპილირება, დაშლა, ადაპტირება და მოდიფიცირება, განახორციელოს პლაგინის ნებისმიერი არასანქცირებული კოპირება, დუბლირება ან რეპროდუცირება, მის საფუძველზე შექმნას რაიმე სახის წარმოებული ნამუშევარი, გახადოს პლაგინი ხელმისაწვდომი მესამე პირებისათვის, ასევე განახორციელოს საქმიანობა, რომლებიც საფრთხეს უქმნის პლაგინის და მისი ცალკეული ნაწილების ფუნქციონალურობას, მთლიანობას ან სამუშაოუნარიონობას, გადასცეს პროგრამული პროდუქტი იჯარით, ქირით ან დროებით სარგებლობაში, დათმოს ის ან განახორციელოს ნებისმიერი ქმედება, რომელიც არღვევს პლაგინის გამოყენების მექანიზმს, კერძოდ, კოდირებული ფაილების არსებობისას - შეასრულოს ნებისმიერი მოქმედება რომელიც მიმართულია მათი დეკოდირებისთვის.
4.7     პროგრამული პროდუქტი შეიძლება შეიცავდეს მესამე პირების  (მომწოდებლების) პროგრამულ კომპონენტებს. ლიცენზიარი იძლევა გარანტიას, რომ მოპოვებული აქვს მესამე პირებისგან ყველა საჭირო ნებართვამათი კომპონენტების გამოყენებაზე პროგრამული პროდუქტის გამოყენების დროს. შეძენილი ლიცენზიის საფუძველზე მომხმარებელს ენიჭება უფლება გამოიყენოს ეს კომპონენტები პროგრამული პროდუქტის გამოყენებისას.
მესამე პირების (მომწოდებლების) ყველა კომპონენტი ერთიანდება პროგრამულ უზრუნველყოფაში პროგრამული პროდუქტის ინსტალაციის პროცესში. მომხმარებელს უფლება აქვს დააკოპიროს, დააინსტალიროს და მართოს მესამე პირების ყველა კომპონენტი, რომელიც წარმოდგენილია პროგრამული პროდუქტის შემადგენლობაში, მხოლოდ პროგრამული პროდუქტის ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ მუშაობის ნაწილში. ცალკეული კომპონენტების კოპირება, გავრცელება, ინსტალაცია და ექსპლუატაცია ჩაითვლება ლიცენზიის პირობების და, როგორც ლიცენზიარის, ასევე მესამე პირების, საავტორო უფლებების დარღვევად (თუ მესამე პირების ლიცენზიებში და სალიცენზიო შეთანხმებებში არ არის გათვალისწინებული საწინააღმდეგო).
4.8    ლიცენზიარს უფლება აქვს დროებით ან მუდმივად შეაჩეროს მომხმარებლის ლიცენზია, ისეთი ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში, რომლებიც მიუთითებენ მომხმარებლის მიერ პროგრამული პროდუქტის გამოყენების პირობების შესაძლო დარღვევაზე ან მომხმარებლის მიერ ნებისმიერი ისეთი ქმედების გამხორციელებაზე, რომელსაც შედეგად შესაძლოა მოჰყვეს ინტელექტუალური საკუთრების უფლების ობიექტის გამოქვეყნება ან არასანქცირებული გავრცელება.
4.9    მომხმარებლის მიერ წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევის შემთხვევაში, ლიცენზიარს უფლება აქვს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული 44-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად მოსთხოვოს მომხმარებლისგან:
- უფლების დარღვევამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა და იმ მოქმედების აღკვეთა, რომელიც არღვევს უფლებას ან ქმნის მისი დარღვევის საფრთხეს;
- მიყენებული ზიანის ანაზღაურება, მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით;
- დარღვევის შედეგად დამრღვევის მიერ მიღებული შემოსავლის ჩამორთმევა;
- კომპენსაციის გადახდა.
ლიცენზიარს ასევე უფლება აქვს, საკუთარი შეხედულებისამებრ, მისი უფლებების დასაცავად გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვასთან დაკავშირებული საერთაშორისო ნორმებით გათვალისწინებული სხვა მექანიზმები.

5.GOVERNING LAW AND DISPUTE RESOLUTION

5.1. The present Agreement shall be governed by and interpreted in accordance with the legislation of Georgia.

5.2 Disputes or disagreements related to this Agreement shall be resolved through negotiations between the Parties.

5.3 In case the Parties fail to reach agreement, any dispute related to or arising from this Agreement, including any matter regarding existence, validity and termination of this Agreement and/or arbitration clause, shall be submitted to the permanent arbitration "Dispute Resolution Center" (DRC, registration code: 204547348; legal address: Vazha-Pshavela 71, 2nd floor, Tbilisi, http://drc.ge/) for the purpose of consideration and final resolution. Place of arbitration: Tbilisi, Georgia. The dispute shall be considered and finally resolved by one arbitrator in accordance with the procedural rules (regulations) of case management of the permanent Arbitration of the "Dispute Resolution Center".

5. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტა
5.1    წინამდებარე შეთანხმება განიმარტება და რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
5.2    წინამდებარე შეთანხმებასთან დაკავშირებით წამოჭრილი დავები და უთანხმოებები წყდება მხარეთა ურთიერთშეთანხმებით.
5.3    მხარეთა შორის შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, ნებისმიერი დავა, წარმოშობილი წინამდებარე შეთანხმებიდან ან მასთან დაკავშირებით, მათ შორის, ნებისმიერი საკითხი შეთანხმების ან/და საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობის, ნამდვილობასა და შეწყვეტის შესახებ განხილვისა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით უნდა გადაეცეს მუდმივმოქმედ არბიტრაჟს „დავების განმხილველ ცენტრს“ (DRC-ს, რომლის სარეგისტრაციო კოდია 204547348; იურიდიული მისამართი ქ. თბილისი ვაჟა-ფშაველას 71, 2 სართული, ოფისი 11, ვებ-გვერდი http://drc.ge/). საარბიტრაჟო განხილვის ადგილია: საქართველო, ქ. თბილისი. დავა განიხილება და საბოლოოდ წყდება ერთი არბიტრის მიერ მუდმივმოქმედი არბიტრაჟის „დავების განმხილველ ცენტრის“ საქმის წარმოების წესების (დებულების) შესაბამისად.

6. FINAL PROVISIONS

6.1 The User has the right to unilaterally cancel this Agreement at any time, in this case the remuneration/license fee paid by the User is not refundable under any conditions.

6.2 In case of termination of this Agreement for any reason, the User undertakes to comply with the conditions specified in paragraph 4.6 of this Agreement and remove all available copies of the Software Product from all Computers.

6.3 The present Agreement is at the same time an act of acceptance and transfer of the Plugin, from the moment of crediting funds to the Licensor's current account.

6.4 The Agreement comes into force and becomes binding to the Parties from the moment the User accepts its conditions.

6.5 The invalidity of any clause, paragraph and/or sub-clause of the Agreement shall not entail the invalidity of the Agreement as a whole and/or its other clauses, paragraphs and/or sub-clauses. The invalid clause shall be replaced by such a clause that more easily achieves the goals set out in the Agreement (including with its invalid clause).

6.6 Annexes to this Agreement (including those incorporated by links) may contain additional terms and conditions. All additional agreements, conditions, rules or regulations referred to in this Agreement shall apply as if such documents were included directly in the text of the Agreement.

6.7. On all matters not regulated by this Agreement, the Parties shall be governed by the norms of the current legislation of Georgia and by the terms of additional agreements/contracts executed between the Parties, which in turn are an integral part of the present Agreement, including but not limited to the terms of the following documents:

- POLICY ON PROTECTION AND PROCESSING OF PERSONAL DATA OF BIMSTEP WEBSITE USERS (https://www.bimstep.com/en-privacy-policy);

- if the User is an individual, the OFFER FOR GRANTING A LICENSE FOR BIMSTEP SOFTWARE PRODUCTS (https://www.bimstep.com/en-offer);

- if the User is a legal entity, a LICENSE AGREEMENT.

6. დასკვნითი დებულებები
6.1    მომხმარებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს, ცალმხრივად გააუქმოს წინამდებარე შეთანხმება, ასეთ შემთხვევაში, მომხმარებლის მიერ გადახდილი ღირებულება/სალიცენზიო მოსაკრებელი მას არ უნრუნდება არც ერთი პირობით.
6.2    წინამდებარე შეთანხმების ნებისმიერი მიზეზით შეწყვეტის შემთხვევაში მომხმარებელი იღებს ვალდებულებას შეასრულოს წინამდებარე შეთანხმების 4.6 პუნქტით გათვალისწინებული პირობები და ასევე მოახდინოს პროგრამული პროდუქტის ყველა ეგზემპლარის წაშლა ყველა ეგმ-დან.
6.3    წინამდებარე შეთანხმება ამავდროულად წარმოადგენს პლაგინის მიღება-ჩაბარების აქტს, ლიცენზიარის საბანკო ანგარიშზე ფულადი სახსრების ჩარიცხვის მომენტიდან.
6.4    შეთანხმება ძალაშია და მხარეებისთვის სავალდებულოა მომხმარებლის მიერ მისი პირობების მიღების მომენტიდან.
6.5    შეთანხმების რომელიმე მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის ან/და ქვეპუნქტ(ებ)ის ბათილობა არ გამოიწვევს მთლიანად შეთანხმების ან/და მისი სხვა მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის ან/და ქვეპუნქტ(ებ)ის ბათილობას. ბათილი დებულების ნაცვლად, გამოიყენება იმგვარი დებულება, რომლითაც უფრო ადვილად მიიღწევა შეთანხმებით (მათ შორის, ბათილი დებულებით) გათვალისწინებული მიზანი.
6.6    წინამდებარე შეთანხმების დანართები (მათ შორის, დართული ვებ-ბმულების სახით) შესაძლოა მოიცავდნენ დამატებით პირობებს. ყველა დამატებითი შეთანხმება, პირობა, წესი ან დებულება, რომელზეც გაკეთებელია მითითება წინამდებარე შეთანხმებაში, ექვემდებარება გამოყენებას იმგვარად, თითქოს ასეთი დოკუმენტი პირდაპირ შეტანილია შეთანხმების ტექსტში.
6.7    ყველა იმ საკითხზე, რომელიც არ რეგულირდება წინამდებარე შეთანხმებით, მხარეები იხელმძღვანელებენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის ნორმებით და მხარეთა შორის გაფორმებული დამატებითი ხელშეკრულებების/შეთანხმებების პირობებით, რომლებიც, თავის მხრივ, წარმოადგენენ წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, შემდეგი დოკუმენტების პირობებით:
- BIMSTEP-ის საიტის მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დაცვისა და დამუშავების პოლიტიკა (https://www.bimstep.com/en-privacy-policy);
- იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არის ფიზიკური პირი - ოფერტა BIMSTEP-ის პროგრამულ პროდუქტებზე ლიცენზიის მინიჭებაზე (https://www.bimstep.com/en-offer);
- იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არის იურიდიული პირი - სალიცენზიო ხელშეკრულება.​

7. DETAILS OF THE LICENSOR

Individual Entrepreneur Aleksei Stepanov, registered under the laws of Georgia

IE identification number: 305592025;

Date of registration: 20.01.2023;

Registered address: 3 Berbuki Str., apt. 72, 16th floor, Tbilisi, Georgia;

e-mail: info@bimstep.com

7. ლიცენზიარის რეკვიზიტები
ინდივიდუალური მეწარმე ალეკსეი სტეპანოვი, რეგისტრირებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
ინდ. მესარმის საიდენტიფიკაციო ნომერი: 305592025;
რეგისტრაციის თარიღი: 20.01.2023წ;
იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ბერბუკის ქ. 3, სართული 16, ბინა. 72, ელ.ფოსტა: info@bimstep.com

Bank details / საბანკო რეკვიზიტები:

Name of Beneficiary: P/E Aleksei Stepanov

Beneficiary’s Bank: JSC TBC Bank

TBILISI, GEORGIA

Swift: TBCBGE22

Beneficiary’s IBAN: GE10TB7142745064400007

Intermediary Bank: CITIBANK N.A.

NEW-YORK, USA

SWIFT: CITIUS33

ABA: 021000089

Intermediary Bank: JPMORGAN CHASE BANK N.A.

NEW-YORK, USA

SWIFT: CHASUS33

ABA: 021000021

bottom of page